ხაშურთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გოგო აწამეს - დაკავებულია 4 ქალი
გორის სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ხაშურის სიახლოვეს, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ფაქტს ეხება.
გამოძიების
ვერსიით, 2020 წლის გაზაფხულზე, 4-მა ქალმა სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში
მეგობარი გოგო გამოკეტა იმ მოტივით, რომ ურთიერთობა იმ მამაკაცთან
დაამყარა, რომელიც ერთ-ერთი მათგანის შეყვარებული იყო.
ჯგუფის
წევრებმა, გამოძიების ვერსიით, გოგოს დასჯა გადაწყვიტეს. მათ ჯერ სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ გადაუღეს ფოტოები დამამცირებელ
გარემოებაში და გაუგზავნეს მამაკაცს.
დაკავებულებს შორისაა
სასტუმროს მენეჯერიც, რომელმაც გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას
ასევე ბრალი წაუყენეს იმაში, რომ სასტუმრო გამოიყენა პროსტიტუციის მიზნით.
დაკავებულებს შორისაა სასტუმროს თანამშრომელი, რომელმაც პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
4
დაკავებულთაგანს ორ მათგანს ბრალი ჯგუფურად წამების მუხლით წაუყენეს,
კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პირველი პრიმა მუხლის
მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით.
მესამე ქალს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს, ეს არის ცემა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.
მეოთხე ქალი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ელოდება მსჯავრს.
წყარო: qartli.ge
კომენტარი