სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში საწვავის საცალო ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,77 ევროს (დაახლოებით 4,08 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), დიზელის საწვავი - 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66 ლარი), დიზელის საწვავი - 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48 ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,64 ევროს (დაახლოებით 3,78 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64 ლარი), დიზელის საწვავი - 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08 ლარი), დიზელის საწვავი - 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,82-1,84 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,61-1,65 ლარი; ევრო დიზელი - 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია. რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის საშუალო ფასი შეადგენს 1,35-1,55 ლარს/ლიტრაზე.

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასები მნიშვნელოვნად იაფია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, როგორებიც არიან სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა. (http://www.oilnews.ge/index.php?menuid=18&lang=1&id=3703)

ჩვენთან არსებულ ფასზე მაღალია ასევე აზერბაიჯანში პრემიუმი და სუპერი ტიპის ბენზინის საწვავი, რომელიც ქვეყანაში არ იწარმოება და იმპორტირებულია. ასევე უფრო მაღალია აზერბაიჯანში ადგილობრივი წარმოებული A-92 რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე არსებულ ფასებთან შედარებით.

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში თებერვლის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით.

ქვეყანა ბენზინი 95 ბენზინი 98 დიზელი
რუსეთი 0,47 ევრო (1,08 ლ) 0,52 ევრო (1,20 ლ) 0,45 ევრო (1,04 ლ)
აზერბაიჯანი 1,07 ევრო (2,47 ლ) 1,16 ევრო (2,67 ლ) 0,67 ევრო (1,54 ლ)
უკრაინა 0,91 ევრო (2,10 ლ) 0.97 ევრო (2,23 ლ) 0,89 ევრო (2,05 ლ)
სომხეთი 0,93 ევრო (2,14 ლ) 0.99 ევრო (2,28 ლ) 0,87 ევრო (2,00 ლ)
მოლდოვა 0,81 ევრო (1,87 ლ) 0.84 ევრო (1,94 ლ) 0,76 ევრო (1,75 ლ)
ლატვია 1,01 ევრო (2,33 ლ) 1,06 ევრო (2,44 ლ) 1,01 ევრო (2,33 ლ)
ლიტვა 1,02 ევრო (2,35 ლ) 1,06 ევრო (2,44 ლ) 1,01 ევრო (2,33 ლ)
საბერძნეთი 1,37 ევრო (3,16 ლ) 1,62 ევრო (3,73 ლ) 1,11 ევრო (2,56 ლ)
ნორვეგია 1,68 ევრო (3,87 ლ) 1,77 ევრო (4,08 ლ) 1,57 ევრო (3,62 ლ)
ნიდერლ. 1,58 ევრო (3,64 ლ) 1,64 ევრო (3,78 ლ) 1,29 ევრო (2,97 ლ)
თურქეთი 1,55 ევრო (3,57 ლ) 1,56 ევრო (3,59 ლ) 1,34 ევრო (3,09 ლ)
იტალია 1,59 ევრო ( 3,66 ლ) 1,68 ევრო (3,87 ლ) 1,51 ევრო (3,48 ლ)
გერმანია 1,34 ევრო ( 3,09 ლ) 1,37 ევრო (3,16 ლ) 1,18 ევრო (2,72 ლ)
საფრანგეთი 1,30 ევრო ( 3,00 ლ) 1,35 ევრო (3,11 ლ) 1,14 ევრო (2,63 ლ)
ესპანეთი 1,17 ევრო ( 2,70 ლ) 1,30 ევრო (3,00 ლ) 1,10 ევრო (2,53 ლ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100