აი რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას ცოლზე
„ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე მეუღლესთან ერთად მოვიდა. რთულია იპოვო ისეთივე მაგარი ცოლი, როგორიც შენ ხარ.“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს შენობაში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოსთან იმყოფებიან ტელეკომპანიის ჟურნალისტები, თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ "რუსთავი-2"-ს.
კომენტარი