სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალიდ მუალემი გაერო-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს სირიის საშინაო საქმეებში

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნს წერილი გაუგზავნა .
წერილში მუალემი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ტერორისტების წისქვილზე დაასხმას წყალს.

"მნიშვნელოვანია, რომ გაერო არ ჩაერიოს სირიის საშინაო საქმეებში"- ნათქვამია წერილში, რომლის ტექსტის ციტირებასაც "როიტერი" ახდენს.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ვითარებას მხოლოდ გაართულებს და ექსტრემისტებს და ტერორისტებს გაუჩენს განცდას, რომ მათ მოქმედებებს გაერო მხარს უჭერს"- წერს მუალემი.

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რეზოლუციის პროექტი შეიმუშავეს, სადაც მოსახლეობის წინააღმდეგ სირიის ხელისუფლების მოქმედებებია დაგმობილი. ამ პროექტს მხარი აშშ-მაც დაუჭირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100