სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა დონალდ ტრამპის შესახებ სერიალს გადაიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ბარაკ და მიშელ ობამები პროდიუსერები ხდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Netflix-ისთვის დონალდ ტრამპზე გადაიღებენ სერიალს.

პროექტი განხორციელდება მაიკლ ლუისის წიგნის "მეხუთე რისკი: დემოკრატიის გაუქმების" მიხედვით - იუწყება CNN. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სერიალის მთავარი გმირები იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მთავრობის ასრულებენ გაურკვეველ სამუშაოს, რათა დაიცვან მოსახლეობა. წიგნის ავტორის განმარტებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ტრამპს ზედმეტად არაკვალიფიციური კადრებით ჰყავს დაკომპლექტებული ისეთი უწყებები, რომლებიც პასუხს აგებენ ამერიკის შეერთენული შტატების უსაფრთხოებაზე. საერთო ჯამში, სერიალი დონალდ ტრამპის ნეგატიურ მხარეზე გააკეთებს აქცენტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100