უკონტაქტო ბარათები თიბისი ბანკისგან
მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს დრო და გაიმარტივოს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენა, დღეიდან შეუძლია ისარგებლოს თიბისი ბანკის უკონტაქტო ბარათებით !
ამიერიდან თიბისი ბანკის ნებისმიერი ვიზა ბარათი - საკრედიტო ან სადებეტო, შეგიძლიათ აქციოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტულ, უკონტაქტო ბარათად!
საჭიროა მხოლოდ ტერმინალზე ბარათის მიახლოება და სასურველი ნივთი თქვენს ხელშია.
ამისათვის, თქვენი ვიზა ბარათი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ შოფინგისას, უნდა განაახლოთ თიბისი ბანკში, რაც მოგცემთ საშუალებას ყველაზე მარტივად, კომფორტულად და სწრაფად განახორციელოთ გადახდა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში.
უკონტაქტო ბარათების ღირებულება ბარათების არსებული ღირებულების ანალოგიურია.
გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ გადახდის უკონტაქტო ფორმა არის სამჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ჩვეულებრივი, ტრადიციული ფორმა. ამასთან, თქვენი უკონტაქტო ბარათი გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის ბარათი, ვინაიდან მასთან კონტაქტი მხოლოდ თქვენ გაქვთ!
გადახდის სქემა შემდეგნაირია: მოლარე კრეფს გადასახდელი თანხის ოდენობას ტერმინალზე, რის შემდეგაც თქვენ გჭირდებათ ტერმინალთან ბარათის მხოლოდ მიახლოება.
თუ თქვენს მიერ დახარჯული თანხა 45 ლარს აღემატება, დაგჭირდებათ მხოლოდ პინ კოდის მითითება ტერმინალზე. უკონტაქტო ბარათით გადახდა შესაძლებელია 700-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში.
ისარგებლეთ თიბისი ბანკის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უკონტაქტო ბარათებით.
გახსოვდეთ, რომ უკონტაქტო ბარათები დაზოგავს თქვენს დროს და გაგიმარტივებთ ცხოვრებას - უკონტაქტო გადახდა გადახდის თანამედროვე ფორმაა!
კომენტარი