სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალებს საიდუმლოს შენახვა 47 საათით შეუძლიათ

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ქალებს საიდუმლოს შენახვა. კვლევამ, რომელშიც სამი ათასამდე ქალი იღებდა მოანწილეობას აჩვენა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები საიდუმლოს, საშუალოდ, 47 საათის განმავლობაში ინახავენ.
ფაქტია, „შენახვის ვადა“ არც თუ ისე შთამბეჭდავია. სამწუხაროდ, მამაკაცებზე იგივე კვლევა არ ჩატარებულა.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალების უმეტესობისათვის საიდუმლო ინფორმაცია ვულკანს წააგავს. რაც უფრო მეტი დრო გადის მისი მიღებიდან, მით უფრო მეტად უნდებათ ვინმეს გაუმხილონ. 47 საათის შემდეგ კი „ამოფრქვევა“ ხდება, ვინაიდან საიდუმლოს შენახვის ძალა აღარ აქვთ.
კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, რომელმაც აჩვენა, რომ მამაკაცების 30% სხვის შვილებს ზრდის და საკუთარი ჰგონიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100