სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიკავკაზში კოკოითის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვლადიკავკაზში გუშინ, საღამოს საათებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ იყო მიმართული. სანქციის მიხედვით, მიტინგი რამდენიმე საათს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ძალოვნებმა მისი დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მიტინგზე ედუარდ კოკოითის მომხრეებიც მივიდნენ. მათ თავდაპირველად სიტყვიერად დაიწყეს კოკოითის მომხრეთა გადარწმუნება, მაგრამ აგრესიული პასუხები მოისმინეს. ამის შემდეგ კოკოითის რამდენიმე მომხრე ჯერ მიტინგზე მიკროფონის გამორთვას ცდილობდა, მოგვიანებით კი იგი თვითონ ჩაიგდო ხელში. იმის გამო, რომ წაკინკლავება ჩხუბში არ გადაზრდილიყო, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიტინგის დაშლა პოლიციას დაავალა, რომელმაც ეს დავალება ხუთიოდ წუთში შეასრულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში მიტინგში დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100