"სული მეკვრება ამ ბავშვის სიყვარულში...დედა არის საოცრება...გილოცავთ დედიკოებო, შვილები გყავდეთ ჯანმრთელად, ვიცი ეს საუკეთესო საჩუქარია"
"დედის დღეს გილოცავთ!!! მეორე წელია მეც მილოცავენ, რა მაგარი გრძნობა ყოფილა. დედა მიყვარს თავდავიწყებით, როგორც ნებისმიერ თქვენგანს, რომ ვეუბნებოდი ხოლმე მიყვარხარ თქო, მპასუხობდა “შეუძლებელია შვილს დედა უყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე დედას შვილიო”. მართალი იყო, სული მეკვრება ამ ბავშვის სიყვარულში. ძალიან სადღიგრძელოსავით გამომივა, მაგრამ რა ვქნა. აი ამ პატარა ჭიქით და აი ამ დიდი გულით, მინდა ყველა დედას გაუმარჯოს!!! ის სიყვარული რასაც თქვენ აფრქვევთ, ის შრომა რასაც თქვენ გადიხართ, ის ნერვიულობა რომლითაც თქვენ ბავშვის ყოველ ნაბიჯზე ღელავთ. დედა არის საოცრება, დედა არის ყველაფერი. გილოცავთ დედიკოებო, შვილები გყავდეთ ჯანმრთელად, ვიცი ეს საუკეთესო საჩუქარია. პ.ს ეს ძველი ფოტოა, კი იცით რომ აღარ ვაჭმევ, უბრალოდ ვიპოვე და მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა" - ასეთ პოსტს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი დედის დღესთან დაკავშირებით.
კომენტარი