სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა - ფოტო-მტკიცებულება თვითმფრინავიდან

პრესა.ჯი-ს ექსკლუზივი: ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამყალბებელმა და ყოფილმა პროკურორმა, მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა.

სუბელიანის მიერ ქვეყნიდან გამგზავრების ფოტო-მტკიცებულება Presa.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

ეს არის ფოტო, რომელიც ხორავას ქუჩის ორმაგი მკვლელობის საქმის ერთერთი გამყალბებლის საქართველოდან წასვლას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ნათესავი, მირზა სუბელიანი საზოგადოების წნეხის შედეგად დააკავეს, სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს და მალევე გაათავისუფლეს.

პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, სუბელიანმა საქართველო შექმნილი პოლიტიკური ფონის გამო სამი კვირის წინ დატოვა. ის თბილისიდან ჯერ მიუნხენში ჩაფრინდა, შემდეგ კი სხვა რეისზე გადაჯდა...

Presa.ge-ს ფოტო-მტკიცებულება ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.

მირზა სუბელიანის ადვოკატი ზურაბ თოდუა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორი საქართველოშია.

"ის რომ მირზა სუბელიანმა საქართველო დატოვა არის სრული სისულელე, ჭორზე აგებული, ემსახურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას, პირდაპირ მიზანში ჯდება იმისათვის, რომ ამ უბედური კაცის საქმე, კიდევ ერთხელ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ზრახვებისათვის. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი ნამდვილად მირზა სუბელიანია და ის ნამდვილად იმყოფებოდა თვითმფრინავში ბოინგ 747-ში, ის 15 დღის წინ ზუსტად ამ რეისით ჩამოფრინდა ვაშინგტონიდან საქართველოში და ჩამოფრენის დროს, როცა თბილისში მოიდიოდა, მაშინაა ზუსტად ეს ფოტო გადაღებული. 1 კვირა იმყოფებოდა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რეისზე მგზავრობის დროს ეს ფოტო გადაღებულია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გაცვეთილი პოლიტიკოსის მიერ, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ამ თვითმფრინავში და სავარაუდოდ, მის მიერ არის ეს ჭორი გავრცელებული.

ამჟამად მირზა სუბელიანი იმყოფება თბილისში თავის ოჯახთან ერთად. ის არსად არ იმალება და არსად არაფერი გაუყალბებია არც შოთაძესთან ერთად, არც გახარიასთან ერთად და არც ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს ტრაპზონში დამალული. ეგეც სიცრუეა. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია პირდაპირ ემსახურება ხორავას 4 ნომერში მომხდარი მკვლელობის კიდევ უფრო ზედმეტად პოლიტიზირებას". - აცხადებს ზურაბ თოდუა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100