პარლამენტის შესასვლელთან მცირე დაპირისპირება მოხდა (ფოტო)
საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი, მცირე დაპირპისრება მოხდა.
პარლამენტის შესასვლელთან დეპუტატები ლელა ქებურია, ხათუნა გოგორიშვილი და ელენე ხოშტარია ცდილობენ, რომ შენობის გარეთ მიმდინარე აქციის რამდენიმე ორგანიზატორი პარლამენტის შენობაში შეიყვანონ.
აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
პარლამენტში აცხადებენ, რომ საშვების დაშვება დღეს შეჩერებულია, თუმცა ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ მათ თავად დაუშვეს საშვი რამდენიმე ორგანიზატორის შესაყვანად და არ აქვთ უფლება, რომ შენობაში არ შეუშვან.
კომენტარი