გულიკო ჩაფიძე: ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე: „დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო.
საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებია ამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ, მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის. იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის”,-განაცხადა გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
კომენტარი