"ჩემი შვილი ასე სისასტიკით მოკვლეს თავის საწოლში დახვრიტეს და ეს არ იკმარეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი"
რუსთაველზე
მეორე დღეა
შვილმოკლული მამის
ზაზა სარალიძის
სოლიდარობის აქცია
იმართება. ზაზა
სარალიძის გვერდით
დგას და
სოლიდარობას უცხადებს,
პანკისის სპეცოპერაციის
დროს მოკლული
თემირლან მაჩალიკაშვილის
მამა მალხაზ
მაჩალიკაშვილიც. მალხაზ
მაჩალიკაშვილმა მხარდაჭერისთვის
შეკრებილ საზოგადოებას
მადლობა გადაუხადა
და განაცხადა,
რომ მათ
გარდა აქციაზე
ბევრი მშობელია,
რომელთა შვილების
მკვლელობებიც გამოუძიებელია:
„ძალიან
ბევრი საქმეა გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული, მე ასეთი რამე არ მინახავს არსად. რაც ზაზა სარალიძემ აქცია დაანონსა, მის გვერდით ვარ და არც მოვშორდები, სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რასაც ზაზა მოითხოვს იმას მოვითხოვ მეც. მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, მე შვილი ორჯერ მომიკლეს, ეს ქვეყანა ასეა ვიღაცეები კვდებიან, ვიღაცეები მოდიან, მუდმივი არავინ არაა და სიკვდილის არ მეშინოდა არასდროს. ჩემი შვილი ასე სისასტიკით მოკვლეს თავის საწოლში დახვრიტეს და ეს არ იკმარეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი. გარწმუნებთ ის ტერორიზმში არ იყო, ეს სუს-ს ჭირდებოდა ასეთი
გათამაშება და გაითამაშეს. ორმაგი თამაშით ითამაშეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებენ და ეს არ შერჩებათ, უნდა დაინგრეს ეს სისტემა, უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა და დაისაჯონ ამ მკვლელობისათვის“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარი