სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაისაშვილმა მეღვინეებს 250 000 დოლარი მოპარა“

რატომ ლანძღავენ ოპოზიციის ლიდერები გია მაისაშვილს და ვის მოპარა მან დიდი ფული, ამას დრონი.ჯი-ს რუბრიკაში - „მარგალიტები“ შეიტყობთ...
თემურ ჟორჟოლონი: გია მაისაშვოლზე ამბობენ კარგი ეკონომისტიაო. რატომღაც მგონია რომ „აბოლებს“ ხალხს არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ და მძიმე დღეებში საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოიზამთრეს.
თემურ ქორიძე: მე მაქვს ასეთი ტერმინი - „პოლოტმაწანწალა“ ქართულ პოლიტიკურ სპექტარში ძალიან ბევრია ამ ტიპის ადამიანი. ისინი დადიან, დაწანწალებენ პარტიიდან პარტიაში, ქადაგებენ კეთილშობილ იდეებს. თავიდან დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ჩვენ არაფერი გვინდა, მხურველე გულით მოვედით სამშობლის სამსახურშიო.
შექმნიან არასამთავრობოებს, ორ-სამ თვეში ამ არასამთავრობოს გადააკეთებენ პარტიად და დაიწყებენ ხალხის მოტყუებას. Nნადირობას ამომრჩეველთა ხმებზე. მე სხვას ვერაფერს ვიტყვი მაისაშვილის მოღვაწეობაზე.
გიორგი მოსიძე: გია მაისაშვილის მსგავსი ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. რასაც იგი ამბობს, ყველაფერი მოგონილი და ბაქიაობაა, არც განსაკუთრებული ეკონომისტია, არც განათლება აქვს ამერიკაში მიღებული. Mმოკლედ, არაფერი არ არის, ხელოვნურად შექმნილი ფიგურაა.

ადა მარშანია: გია მაისაშვილი ხშირად უცხოეთშია და არაადეკვატურია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.
შალვა ნათელაშვილი: გია მაისაშვილი ჯერ დაფრინავს! დავაცადოთ, ჩამოვიდეს დედამიწაზე და მერე იქნებ მაგასთანაც ღირდეს დალაპარაკება, ვნახოთ. ახლა, ჩვენც მფრინავი ბურთით ჰაერში ხომ არ ავიჭრებით და იქ ხომ არ გავუმართავთ პოლიტიკურ დისკუსიას? ჯერ იფრინოს, გული იჯეროს და მიზიდულობის კანონს სად გაექცევა - ძირს ჩამოვა.

ნიკო ორველაშვილი: სერიოზული ხალხი ლაპარაკობს და დოკუმენტებიც ხელში უჭირავთ, რომ არეულობისა და განუკითხაობის პერიოდში, გია მაისაშვილმა „კავკასიის ბირჟაზე“ მოფერებითა და მაქინაციებით ფული იშოვა, ხალხი მოატყუა -„გადააგდო“ და უცხოეთში გაიქცა დასამალად და არა სასწავლებლად, როგორც ახლა აცხადებს.

ლადო პაპავა: თუ უფრო გასაგებად ილაპარაკებს მაისაშვილი და როგორმე გაგვაგებინებს, რა ახლო ეკონომიკური კონცეფცია აქვს, ურიგო არ იქნება. მე, პირადად, რამდენჯერმე მოვუსმინე, მის ინტერვიუებსაც გავეცანი და ვერ გავიგე სამწუხაროდ, რა უნდა ამ ადამიანს, რას გვთავაზობს და გვპირდება.

ელიზბარ ჯაველიძე: გია მაისაშვილიც სოროსის მორიგი პროექტი მგონია, მაგრამ ეტყობა ხელი დააკლო და ნაკლული გამოუვიდა.
თემურ შაშიაშვილი: არ ვიცი, სად მიიღო ეკონომიკური განათლება მაისაშვილმა, მაგრამ მე ვისაც ვიცნობ კვალიფიციურ ექსპერტს, ყველა ერთხმად მეუბნება, რასაც მაისაშვილი ამბობს, მაგას დედამიწის ზურგზე, არცერთ უნივერიტეტში და კოლეჯში არ ასწავლიანო.
ირაკლი წერეთელი: მაისაშვილი გაგებაში არ არის, რა ხდება საქართველოში, მაგან რა უნდა უჩიჩინოს სააკაშვილს? ახლა მე რომ ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლად დამნიშნონ, გამოვა რამე? არც არაფერი! ეგრეა მაისაშვილის საქმეც. თუმცა, მე კავკასიის საქმეებში მაინც ვურჩევ რაღაცას ჯორჯ ბუშს, მაისაშვილმა საერთოდ არ იცის არაფერი.

ნოდარ ჯავახიშვილი: გია მაისაშვილს იქნებ მართლა აქვს რაღაც ახალი ეკონომიკური კონცეფცია და ხედვები, მაგრამ ვერ ამბობს, ვერ აყალიბებს, ვერ გვაგებინენბს და რად გინდა?
დავით საგანელიძე: რა ახალი ეკონომიკური კონცეფცია, რა ახალი ეკონომიკური სკოლა? მაისაშვილიც და მისი იდეებიც ბლეფია.
ნოდარ ნათაძე: პოლიტიკაში ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალი იდეებით ატყუებენ ხალხს, ვითომ რაღაც ნოვაციურს სთავაზობენ და ამით თავს იქცევენ, ვიდრე მიხვდება რომ ატყუებენ, თავს იქცევენ. დღეს ასეთი ქართულ პოლიტიკაში გია მაისაშვილია.
ჯონდი ბაღათურია: ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაისაშვილი მოწყვეტილია ქართულ რეალობას. რაღაც უცნაური იდეები აწუხებს ამ კაცს და რაც მოვისმინე და გავიგე, დაახლოებით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა - აი, „ზაპოროჟეცის“ რამაზე „მერსედესი“ უნდა ააწყოს. Mმგონი, ეგ უნდა მეტი ვერ გავიგე.
შალვა ნათელაშვილი: საერთოდ რა ენაზე ლაპარაკობს ეს მაისაშვილი იქნებ გამაგებინოს ვინმემ? არც ქართულია, არც-ინგლისური მაგის ეკონომიკური ნოვაციები ხომ ერთი დიდი აბდა-უბდაა. ღმერთმა დაგვიფაროს ქვეყნის ეკონომოკა მაგის სამართავი გახდეს - ერთ დღეში ჩამოინგრევა. Aახლა სააკაშვილი როგორ მეხატება გულზე, კი იცით, მაგრამ ალალად ვიძახი - მიშამ მაისაშვილზე მეტი იცის ეკონომიკისა, იმან საკრებულოს თავმჯდომარეობისას მაინც ისწავლა რაღაც და ამან სად რა ისწავლა, ღმერთმა უწყის.

მამუკა გიორგაძე: ვუსმენ მაისაშვილს და ვერ გავიგე ვერაფერი - რა უნდა რას ლაპარაკობს? Eენა გამოყავი, რა შე კაი კაცო, იქნებ წავიკითხოთ?
რეზო ესაძე: რაც შეეხება გია მაისაშვილს, მან ინტელიგენციის ერთ ნაწილთან შეხვედრა გამართა და თავისი საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო.
შეხვედრა რომ დამთავრდა ყველა მხრებს იჩეჩავდა - ვერაფერი გავიგეთო. ახლა ინტელიგენციას და ამ განათლებულ ხალხს რომ ვერაფერს გააგებინებ, აბა, სოფელში, რვაკლასდამთავრებულ გლეხთან რომ ჩახვალ, იმას რანაირად უნდა გააგებინო, რა გინდა და რატომ უნდა მოგცეს ხმა?
ირინა სარიშვილი: გია მაისაშვილი თუ თარჯიმანებს წაიყვანს და მისი მეშვეობით დაელაპარაკება ხალხს, ურიგო არ იქნება. ვუსმენ - ქართულად ლაპარაკობს მაგრამ მაინც არაფერი მესმის, მსგავსი არაფერი მინახავს.
სოსო ცისკარიშვილი: გია მაისაშვილს საქართველო ამერიკა ჰგონია და თუ მიახვედრებენ, რომ თბილისშია და არა ნიუ-იორკში, კარგი იქნება. მერე იქნებ უფრო გასაგებად აგვიხსნას რა უნდა.
თენგიზ სიგუა: მაისაშვილი არის უკიდურესი აფერისტი. გია მაისაშვილმა მეღვინეებს 250 000 დოლარი მოპარა და ამერიკაში გაიქცა.
მერე ჩამოვიდა და ფინანსთა მინისტრობა მოინდომა, მაშინდელმა უშიშროებამ შეახსენა იმ ფულის მოპარვა და ისევ გასაქცევად გაუხდა საქმე. ახლა ოპოზიციაშია და დემაგოგიური განცხადებებით გამოირჩევა. როდესაც ისეთი ადამიანი გვერდით გიდგას, როგორიც მაისაშვილია, დიდი შეცდომაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100