ანქვაბი: აფხაზეთი, ჯერჯერობით, საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩება
აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, "აფხაზეთი ჯერჯერობით საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩება".
როგორც ანქვაბმა "არჩევნებში" გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "აფხაზეთმა მომავალში შესაძლოა, საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა საპარლამენტოთი შეცვალოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია".
"დღეს არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკა, სადაც სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია. მომავალში შესაძლოა, ქვეყანამ მმართველობის საპარლამენტო ფორმა აირჩიოს, თუმცა მსგავს ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - განაცხადა ანქვაბმა.
კომენტარი