სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონიკა ბელუჩის მამა: „ბავშვობაში ჩემი ქალიშვილი ძალიან მახინჯი იყო“

მონიკა ბელუჩის მამა ირწმუნება, რომ მისი სილამაზის ეტალონად ქცეული ქალიშვილი ბავშვობაში არც ისეთი ლამაზი იყო. სენიორ პასკუალეს სიტყვებით, იტალიელი დივა საკმაოდ უშნო და მახინჯი იყო.

როდესაც მონიკა ძალიან პატარა იყო, მშობლები მას ხშირად პარსავდნენ თმას, რათა ხშირი და ხარისხიანი თმა წამოსვლოდა. აქედან გამომდინარე, მას სულ მოკლე ვარცხნილობის ტარება უწევდა, რის გამოც გოგოდ ბევრი ვერ აღიქვამდა - „სწორედ ამიტომ აქვს ახლა მას ასეთი კარგი თმა“ - აცხადებს პასკუალე.

12 წლის ასაკში მსახიობის ვიზუალმა უკეთესობისკენ დაიწყო შეცვლა. მომდევნო რამდენიმე წელში ბელუჩიმ დაიწყო ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული და კოსმეტიკის ხმარება, ირწმუნა საკუთარი თავის და თვითშეფასება აიმაღლა. ამ დროს მას თაყვანისმცემლები უკვე აღარ აძლევდნენ მოსვენებას. ეს კიდევ უფრო დადებითად მოქმედებდა მონიკას თავდაჯერებულობაზე. რესტორნებში მიმტანი ბიჭები სადილის ფულს არ ახდევინებდნენ, მდიდარი მამაკაცები უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ საზღვარგარეთ, სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა კი მისი პორტრეტი დახატა ჩუმად, რადგან არასრულწლოვანზე უზომოდ და პლატონურად იყო შეყვარებული.

„სკოლის შემდეგ ყველა ბავშვი გასართობად მიდიოდა, თუმცა მონიკა არასდროს იყო მათთან. მას სცხვენოდა, როდესაც გოგონას მიმართ გადამეტებულ ყურადღებას იჩენდნენ და ამიტომ ყოველთვის სახლში მოდიოდა. მე ვუხსნიდი, რომ ის ასეთი იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე, ამას უნდა მიჩვეოდა და ძლიერი ყოფილიყო. რაც უფრო თავდაჯერებული ხდებოდა, კიდევ უფრო მშვენდებოდა“ - განაცხადა მონიკას მამამ.

ერთხელ ბელუჩიმ სტილისტი პიერო მანტანუჩი გაიცნო, რომელმაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ მან გაუხსნა შოუ ბიზნესის კარი.

„მონიკას პოპულარობაზე არასდროს უოცნებია, მას პირველ რიგში განათლების მიღება სურდა. ძალიან ჭკვიანი და გონიერი გოგონა იყო, ყველაფერს გააზრებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ თავის სფეროში ასეთი წარმატებული გახდა, ეს მხოლოდ ვიზუალს არ გაუკეთებია. ჩემს ქალიშვილს პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. ტუჩები დაბადებიდანვე ასეთი მობურცული ჰქონდა. უამრავი ჭორი იწერება იმის შესახებ, რომ ბოტოქსი და სილიკონი აქვს, თუმცა მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემს გოგოს ასეთი რამ არასდროს დასჭირვებია“ - უთხრა ჟურნალისტებს 53 წლის მსახიობის მოსიყვარულე მამამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100