სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტიმოშენკოს მომხრეებმა ყოფილი ჩინოვნიკი წყლით გაწუწეს

უკრაინის ექს–პრემიერის იულია ტიმოშენკოს მომხრეებმა წყლით გაწუწეს ყოფილი უკრაინის პრეზიდენტის სამდივნოს უფროსის პირველი მოადგილე ალექსანდრე შლაპაკა, რადგან მან პეჩერსკის სასამართლოში ჩვენება ტიმოშენკოს წინააღმდეგ მისცა.

„ინტერფაქს–უკრაინას“ კორესპონდენტი იუწყება, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც ჩვენება მისცა და სასამართლოს დარბაზიდან გამოვიდა, შლაპაკა დაეკონტაქტა ჟურნალისტებს. პრესისთვის გაკეთებული კომენტარების შემდეგ ყოფილი ჩინოვნიკი კრეშატიკის ქუჩაზე გავიდა, სადაც ტიმოშენკოს მომხრეები მას უკრაინული შეძახილით: „Ганьба!“ („გრცხვენოდეს!“) შეხვდნენ და წყალი გადაასხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100