სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა განახლებული საირმე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული საირმე დაათვალიერა.

სააკაშვილი საირმეში ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებულ საირმეში დასვენება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მისივე თქმით, კურორტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და საირმის შემდეგ ვეჯინის, ნუნისის, ახტალისა და სხვა კურორტების რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი.

"ჩვენს ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, კერძოდ - ოკუპაცია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კორუფცია აღმოიფხვა და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაც გრძელდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100