"საბას" ექსკლუზივი: გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი saba.com.ge-ზე
დღეიდან ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" ცნობილი ქართველი მწერლის, "საბას" ლაურეატის, გურამ დოჩანაშვილის ახალ რომანს "ბრმადყოფილზე. და..." შესთავაზებს მკითხველს. ამ რომანზე მწერალი ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა. ის სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია მკითხველებისთვის, ექსკლუზიურად saba.com.ge-ზე.
ბეჭდური სახით რომანი რამდენიმე დღეში გამოვა. წიგნის პრეზენტაცია შაბათს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მანამდე კი "საბა"ელექტრონულ გამოცემას სთავაზობს მკითხველს.
ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული მწერლის ახალ რომანში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი ბრმისთვის თვალის ახელის შესახებ.
როგორ გრძელდება თვალახელილის სიცოცხლე, რა არის მნიშვნელოვანი - რას თუ როგორ ხედავ? როგორ იყენებს ადამიანი ღვთსგან მონიჭებულ უდიდეს საჩუქარს - სინათლეს... ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი, სამწიგნეული, რომელიც სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს.
კომენტარი