სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

''მინდა მივმართო მოქალაქეებს, პოლიცია დღეს თქვენს გვერდით არის''

''მინდა მივმართო მოქალაქეებს, პოლიცია დღეს თქვენს გვერდით არის'', - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ მიულოცა დღევანდელი დღე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეული პოლიციელი ემსახურება სამშობლოს და მათი ყოველდღიური საქმიანობა გმირობის ტოლფასია.

პრემიერ-მინისტრმა პოლიციის ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა, ასევე ვირტუალურ ტირს ესტუმრა და პოლიციელებისთვის განკუთვნილი საბრძოლო ამოცანა წარმატებით შეასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100