სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნასა–ს მიერ ფოტოზე გადაღებული ამო დედამიწას უახლოვდება (ვიდეო)

ნასა–ს მიერ ფოტოზე გადაღებული ამო დედამიწას უახლოვდება

ნასა–მ გადაიღო მორიგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც დედამიწას უახლოვდება, – ამის შესახებ გუშინდელი დღიდან დასავლური მედიასაშუალებები წერენ და ამასთან, ფოტოვიდეომასალასაც აქვეყნებენ.

უფოლოგები იმ ჩანაწერმა დააინტერესა, რომელიც ზონდ STEREO-B–ს ბორტზე განთავსებულმა ტელესკოპმა გადაიღო. ეს ზონდი ერთ–ერთია იმ ორიდან, რომლებიც ნასამ მზის ორივე მხარეს განათავსა და რომელიც მზის სისტემას 360 გრადუსით აკვირდება.

რგოლის ერთ–ერთ კადრზე, რომელიც 27–29 დეკემბერსაა გადაღებული, კარგად ჩანს ობიექტი, რომელსაც სამკუთხედის ფორმა აქვს და დედამიწას უახლოვდება.

„თუ რეალური გამოთვლებით ვიხელმძღვანელებთ, ეს მახინა სხვა ცნობილ ობიექტებთან შედარებით უზარმაზარია“, – წერენ „იუთუბის მომხმარებლები“ ვიდეოს კომენტარებში.

რაც შეეხება აშშ–ის კოსმოსურ სააგენტოს, მისმა განმარტებამ უფოლოგიის მოყვარულებსა და დედამიწაზე უცხოპლანეტელთა ექსპანსიის მომლოდინეებს ცივი წყალი გადაასხა: ნასა აცხადებს, რომ სამკუთხა ხომალდი მხოლოდ ილუზიაა, რომელიც იქმნება ტელესკოპის შუშაზე ათამაშებული სხივებისგან.

„ამ თავსატეხის პასუხი საწინააღმდეგო მხარეს უნდა ვეძიოთ“, – განმარტავს ნასა, – „მაშინ, როცა ეკრანზე საიდუმლოებით მოცული სამკუთხა „ხომალდი“ ჩნდება, მარცხნიდან კადრში შემოდის ძალიან აშკარა ვენერა“.

ამის მიუხედავად, უფოლოგები მაინც თავიანთ აზრზე რჩებიან და უცხოპლანეტელების ძებნას ჯიუტად აგრძელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100