სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცირა მენთეშაშვილი: მთავრობამ ბოლოს და ბოლოს უნდა გაარკვიოს საყდრის-ყაჩაღიანის სტატუსი

კომპანია RMG-ის თანამშრომლებმა, პროფკავშირის წარმომადგენლებთან ერთად საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის გაურკვეველი სტატუსის გამო აქცია გამართეს, რომწელშიც დაახლოებით 100-მდე თანამშრომელი იღებდა მონწილეობას.

როგორც RMG კოპერის, პროფკავშირების თავმჯდომარემ ცირა მენთეშაშვილმა „პრესა.ჯი“-ს უთხრა, რომ აქციის მიზეზი ხელისუფლების ჩამოუყალიბებელი პოზიცია გახდა.

ცირა მენთეშაშვილი: ეს აქცია არის თანამშრომელთა პროტესტი, ხელისუფლების არამკაფიო პოზიციის გამო, საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის გაურკვეველი სტატუსის გამო, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება კაზრეთის მაცხოვრებელთა, ზემოაღნიშნული კომპანიების თანამშრომელთა სრულფასოვანი დასაქმების უზრუნველყოფა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს საყდრის-ყაჩაღიანის რეალური სტატუსი. იმ შემთხვევასი თუ სახელმწიფო ამ ობიექტს მიანიჭებს ძეგლის სტატუსს, მაშინ უნდა წარმოგვიდგინოს ალტერნატიული გეგმა ამ ადამიანების დასაქმებისა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია შეწყვეტს ფუნქციონირებას, უნდა ვიცოდეთ მთავრობა, ხელისუფლება რას უპირებს ადგილობრივებს.

მინდა ხაზგასმითვ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვუპირისპირდებით არც ძეგლის დამცველებს. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: ჩვენ არ უნდა ვიყოთ არჩევანის წინაშე. ერთის მხრივ დავიცვათ ეროვნული მემკვიდრეობა, თუმცა მერე გაჩნდეს საშიშროება დავკარგოთ სამუშაო ადგილი. მსგავსი დილემის წინაშე არ უნდა ვიყოთ. დღევანდელი აქცია არის მესიჯი ხელისუფლების მიმართ ბოლოს და ბოლოს გაარკვიოს საყდრის-ყაჩაღიანის სტატუსი. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ მონახავს ამ ჩიხიდან გამოსავალს, არ ექნება მას ალტერნატიული გეგმა, ამ ადამიანების დასაქმების სოციალური ფონი დაიძაბება დაბაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ დაიცვას საყდრისი-ყაჩაღიანში მომუშავე ადამიანთა უფლებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100