ჰილარი კლინტონი: ლიბიაში სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს
ლიბიაში სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე სამოქალაქო მოსახლეობის სრული უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი . ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პარიზში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლიბიის ახალ ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი გაერო-ში, სანქციები კი, რომლებიც ქვეყანას დაუწესდა, უნდა მოიხსნას.
კლინტონმა გარდამავალ საბჭოს მიმართა, მთელი ყურადღება ქვეყნის აღდგენისკენ მიმართონ.
მანვე ლიბიელ ამბოხებულებს მოუწოდა, ებრძოლონ ექსტრემიზმს და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იარაღის საწყობები დაიცვან.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მუამარ კადაფი კვლავაც აპირებს, ამბოხებულებისა და ნატო-ს ძალების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს. პოლკოვნიკმა მომხრეებს ბრძოლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამბოხებულებსა და ნატო-ს ძალებს შორის სრული უთანხმოებაა.
კომენტარი