სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა გვაქვს ნატირები, მე გადავდგებოდი… პენსიაზე წადით რა! – გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს.

მისივე თქმით, ცენტრი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

„ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დედა გვაქვს ნატირები. დღეს პირველად ვამბობ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეპიდემიოლოგი ხარ, რა სინდისით გამოდიხარ ტელევიზორში და კიდევ რაღაცას ლაპარაკობ. მე რომ ვყოფილიყავი იმ წუთას გადავდგებოდი. მართლა ბოდავენ. ხალხო, პენსიაზე წადით რა. რუსებმა რაც ვერ გააკეთეს ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია, ეს იმ ტიპებმა გააკეთეს, ვინც ამ ცენტრს მართავს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100