მედვედევისა და პუტინის ფანები ორადგილიან ველოსიდებზე გაერთიანდნენ
აქტივისტები სოციალური ქსელებიდან, „მედვედევი – ჩვენი პრეზიდენტი“ და „ჩვენ ნამდვილად მოგვწონს პუტინი“ გუშინ წითელ მოედანზე შეიკრიბნენ, რათა ერთობლივი მსვლელობა მოეწყოთ ველოსიპედების საშუალებით კრემლიდან „თეთრ სახლამდე“.
ჟუკოვის მემორიალთან ველოსიპედების გამოყვანის შემდეგ, თაყვანისმცემლებმა გზის გეგმა შეადგინეს, თავიანთი კუმირების გამოსახულებებით დამშვენებული საფირმო მაისურები ჩაიცვეს და დაქირავებულ ტრანსპორტს საბურავები შეუმოწმეს.
„ჩვენ ოთხზე მეტი ველოსიპედის პოვნა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ რბოლაში მონაწილეობას მხოლოდ რვა ადამიანი მიიღებს. ამასთანავე, წინ მამაკაცები ისხდებიან, უკან კი გოგონები, რადგან ორადგილიანი ველოსიპედის ტარება საკმაოდ რთულია.“ აღნიშნეს ორგანიზატორებმა, საშამ და ზაურმა.
მონაწილეები საკმაოდ სწრაფად მოძრაობდნენ, რამდენიმე მოედნისა და პროსპექტის გავლის შემდეგ, მათ გეზი თეთრი სახლისკენ აიღეს, ახალი არბატისა და კრასნაპრესნენსკაიას სანაპიროს გავლით. ამ მარშრუტის საშუალებით, მონაწილეებმა პრეზიდენტისა და პრემიერის სამუშაო ადგილები გააერთიანეს. მაგრამ დაგეგმილი მარშუტის მიუხედავად, თეთრი სახლისკენ მიმავალებს გზა აერიათ, მაგრამ სიჩქარისთვის არ მოუკლიათ. ისე სწრაფად მოძრაობდნენ, რომ პოლიციელებისგან გაქცევაც კი მოახერხეს. „გადაადგილება საკმაოდ ადვილია, უბრალოდ, ძალიან ცხელა. ადამიანები ისეთი ინტერესით გვიყურებდნენ... ალბათ იმიტომ, რომ ქუჩაში არც თუ ისე ხშირად შეხვდები ორადგილიან ველოსიპედს.“
გამვლელების თქმით კი მათ ველოსიპედი იმდენად არ აინტერესებდათ, რამდენადაც გოგონების მოკლე შარვლები, მათ მაისურებზე რუსული ტანდემიდან ერთ-ერთის სახე და იგივე სახეები ველოსიპერის საბურავებზე კი - ცოტამ თუ გაარჩია.
თეთრი სახლიდან, მონაწილეები კვლავ კრემლისკენ წავიდნენ, სადაც მსურველებს ველოსიპედებით გასეირნებას სთავაზობდნენ და რა თქმა უნდა გამვლელები ითხოვდნენ, რომ ტრანსპორტი გოგონებს ემართათ. წითელ მოედანზე მიმდინარე პროცესებს კი სპეცდანიშნულების სამსახური ღიმილით აკვირდებოდა. „ჩვენძალიან მოგვწონს ეს ღონისძიება და გოგონებიც ძალიან ლამაზები ჰყავთ“ – განაცხადეს სპეცრაზმელებმა.
კომენტარი