მანანა მანჯგალაძე: ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის ღამეს არ უკავშირდება
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. დაკავებული ფოტოგრაფების საკითხზე საუბრისას მანანა მანჯგალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ისინი საჯარო მოხელეები არიან და ფოტოგრაფების დაკავება არ უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას, მათ შორის, არც 26 მაისის ღამეს.
"ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით" - აცხადებს მანჯგალაძე. მისივე თქმით, "გამოძიების მიერ გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ საუბარია არა მათ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ ისეთი მასალების გადაცემაზე, რომელიც "გრიფით საიდუმლოა" და მისი მოპოვება მოხდა არალეგალური, უკანონო ქმედებებით".
კომენტარი