„გოოოოლ!“ – ლუდი „ნატახტარის“ სარეკლამო რგოლების სერია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა დასრულდა
არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართულნი არიან საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ბუნებრივია, ყველა ბრენდი ცდილობს ამ სახალხო ზეიმს გამოეხმაუროს.
ლუდი „ნატახტარიც“ არ იყო გამონაკლისი. მითუმეტეს, როცა კომპანიის ტრადიციაა, ისინი ხომ მუდმივად ეხმაურებიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს.
„ამჯერად, გამოწვევა იყო ის, რომ გვინდოდა, კამპანია ყოფილიყო ყველა სხვა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიისგან გამორჩეული. მზად ვიყავით რევოლუციური და გაბედული ნაბიჯისთვის, თუ ის სიამოვნებას მიანიჭებდა მომხმარებელს და ღიმილს მოჰგვრიდა მას. როდესაც გაჩნდა იდეა, ბრენდის სახელი, საგანგებოდ ჩემპიონატის განმავლობაში, შეგვეცვალა და მისთვის „გოოოოლი“ (საფეხბურთო ნატახტარი) დაგვერქმია, ვიფიქრეთ, რომ ბრენდის ათწლიანი ისტორია და მაღალი ცნობადობა გვაძლევდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამ გზით, ლუდი „ნატახტარი“ ფეხბურთის ყველაზე სასიამოვნო მომენტთან დავაკავშირეთ.თან, ლუდი ხომ ფეხბურთის გულშემატკივრობის განუყოფელი სასმელია.
კამპანიის შედეგებზე საუბარი ჯერ ისევ ადრეა, რადგან ბრენდ ატრიბუტების კვლევა ჯერ არ ყოფილა. სოციალური მედიის კომენტარებით და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ კამპანია წარმატებული იყო, იგი პასუხობდა საფეხბურთო განწყობას და ამავე დროს გამოირჩეოდა სხვა ბრენდებისგან. იყო სახალისო, თანამედროვე, ქართული და უნიკალურიც.
ნელნელა გოლი კვლავ ნატახტარად გადაიქცევა, თუმცა ვფიქრობთ ამიერიდან იგი უფრო ხალისიანი და უშუალო იქნება” - განმარტავს „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.
აღნიშნული კამპანიით კომპანია „ნატახტარმა“ სიამოვნება შემეტა ფეხბურთის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს, მიეცათ შესაძლებლობა, დამტკბარიყვნენ საყვარელი ლუდით და სარეკლამო ჭრებში სტანდარტული სარეკლამო მესიჯის ნაცვლად, გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები ეხილათ.
გთავაზობთ, სარეკლამო რგოლების სერიას, რომელიც სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა:
ზეიმი იწყება, ფეხბურთი ირთვება - ნატახტარი გოოოოლ
ჩვენი საფეხბურთო ლუდი
https://www.youtube.com/watch?v=VFGMYT0pXbI&feature=youtu.be&list=PL4Wt8CYP6XVcX_3OQDS0RSWkXiJiKlXfU
გია სურამელაშვილი
როკერი
სომბრერო
კომენტარი