სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ოქტომბერს კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილე იმართება

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად აღნიშნავს კატასტროფისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილეს.

2016 წლის 13 ოქტომბერს, DIPECHO–ს პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან და DIPECHO–ს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ცერემონია გაიმართება საქართველოში, თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ (პავილიონი #3, წერეთლის გამზ. # 118.) დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია Save the Children, Oxfam, Red Cross, ASB ს მიერ სიმულაციური აქტივობები, რაც მოიცავს მიწისძვრის დროს შესაბამისი ქცევის პრაქტიკულ დემონსტრირებას, პირველადი გადაუდებელი დახმარების სიმულაციას და ა.შ.

ღონისძიების მოიცავს ასევე კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას; წარმოდგნელი იქნება ასევე პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი ფილმები.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100