სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლანდიის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა

ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა. ჰოლანდიის ერთ-ერთ უძველეს სასწავლებელში, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული ენის კათედრა დაარსდა.

მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქართული ენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. კათედრის გახსნას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრნენ.

"მე ხელი შევუწყვე ამ ინიატივას, ძალიან დაგვეხმარა ჩვენი საელჩოც. ჰოლანდიის უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში გაიხსნა ქართული ენისა და კულტურის კათედრა". - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ქართულ კათედრას ლეიდენის უნივერსიტეტში თბილისიდან მიწვეული პროფესორები უხელმძღვანელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100