"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა
უკვე ცნობილია ოზურგეთში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო დეტალები. ერთ-ერთი ვერსით, ოზურგეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ წუხელ სამსახურებრივი მანქანით მიაკითხა სახლში "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტ ნესტორ რამიშვილს, რომელიც მას სამსახურს სთხოვდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამიშვილმა შარაშენიძეს მანქანაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გამგებელმა რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის რამდენჯერმე ჩარტყმით თავი გაუტეხა, ჰაერში გაისროლა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
საკრებულოს წევრების ნაწილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, ნაწილი კი ამ ინციდენტის გახმაურების წინააღმდეგი იყო.
დაზარალებული ნესტორ რამიშვილი ამ დრომდე არსად ჩანს. გამგებელი კოტე შარაშენიძე კი მომხდარს უარყოფს. ინციდენტის შესახებ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხეულის მსუბუქი გაზრახ დაზიანების მუხლით. შეტყობინება პოლიციაში გუშინ შევიდა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში გაკეთდა.
კომენტარი