„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა
„თეგეტა აკადემია“ წარმოადგენს ავტორიზებულ კოლეჯს და უნიკალურ ტრენინგ ცენტრს საავტომობილო მიმართულებით. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება და ამ ეტაპზე ახორციელებს როგორც ავტორიზებულ საავტომობილო პროგრამებს, ასევე ტექნიკურ და ბიზნეს მიმართულების სასწავლო მოდულებს.
„თეგეტა აკადემიის“ გუნდის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-მოდულების და თანამშრომლების განვითარებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების შექმნა, შესაბამისად მათ მიერ შემუშავებულია ავტოპარკის ეფექტური მართვის არაერთი სპეციალიზებული პროგრამა, მათ შორის:
·
მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების გადამზადების
პროგრამა;
·
ავტოპარკის მენეჯერის გადამზადების პროგრამა მსუბუქი
და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით;
·
მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების სასწავლო
კურსი;
·
ექსკავატორ დამტვირთველის, ჩანგლიანი დამტვირთველის
და ელ-ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა-ექსპლუატაცია;
·
ლიზინგის მენეჯერის გადამზადების კურსი სპეცტექნიკის
მიმართულებით;
·
სატვირთო ავტომობილის ეკონომიურად მართვის კურსი;
·
შიდა წვის ძრავის მოვლა-ექსპლუატაცია;
·
სატვირთო და სპეცტექნიკის საბურავების მოვლა-ექსპლუატაცია;
·
საკრედიტო ექსპერტის პროფესიული გადამზადების პროგრამა.
„თეგეტა აკადემიის“ მომხმარებლებს შორის არიან, ისეთი კომპანიები როგორებიცაა: თიბისი ლიზინგი, GWP, GMP, პსპ, შპს მინა, ELT company, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, პორშეს, ვოლვოს და მაზდას წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა მოტორსი“ და სხვა.
დღეს, „თეგეტა აკადემია“ გთავაზობთ 50-მდე სასწავლო
მოდულს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი თანამშრომლების განვითარებისთვის აუცილებელი
ტექნიკური და ბიზნეს უნარ-ჩვევების თემატიკის ტრენინგები. პროგრამები ხორციელდება როგორც
აუდიტორიის ფორმატში, ასევე ონლაინ.
კომენტარი