სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობისკანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სიაწარადგინა.

საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექადავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგიჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე დაგიორგი ალიბეგაშვილი შედიან.

პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლეკუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე,მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე,მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.როგორც მერობის კანდიდატმა წარდგენისას განაცხადა, ესენი არიან ადამიანები,რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდაიზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქისპრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებშიგაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზეპასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტისგზებსაც დასახავენ.

„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისისსაკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთთბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნებაპირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის,თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემპროპორციული სიის წარდგენისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100