სს „ტერაბანკი“ 2016 წელს აჯამებს
ტერაბანკისთვის 2016 წელი უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წლად იქცა და თითოეულ მათგანს წარმატებით გაართვა თავი. ბანკის ძირითად სამიზნე სეგმენტად მცირე და საშუალო ბიზნესი (SME) განისაზღვრა და წლის ბოლოს, ამ მიმართულებით ტერაბანკის ბაზრის წილი 1,2%-თ გაზარდა და 4,4% შეადგინა.
2017 წელს ტერაბანკი მიკრო და SME საკრედიტო პორტფელის 43%-ით, ხოლო კლიენტების რაოდენობის 20%-ით გაზრდით შეხვდა.
2015 წელს, ბანკის არსებობის 17 წლიანი ისტორიის შემდეგ გადაწყდა ბიზნესსტრატეგიის შეცვლა და საჭირო გახდა ბანკის იერსახისა და საკომუნიკაციო მოდელის ცვლილებაც. 2016 წელს რებრენდინგის პროცესი წარმატებით დასრულდა. კონცეფციის ვიზუალური ცვლილების კვალდაკვალ ტერაბანკის გუნდმა კლიენტებს შესთავაზა მომსახურების ახალი სტანდარტები, ასევე გაუმჯობესებული პროდუქტები, რომელთა მიზანი მომხმარებლებისთვის სწორედ კომფორტის შექმნა იყო.
„2016 წელს ბანკის ბიზნესსტრატეგიის გათვალისწინებით, მიკრო და SME კლიენტებისთვის შეიქმნა უნიკალური პროდუქტი - „ტარიფი პარტნიორი“, რომელიც კომპანიებს განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის ყოველდღიური საბანკო ოპერაციების განხორციელებაში. ასევე შეიქმნა მიკრობიზნესებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება -სესხით სარგებლობის შემთხვევაში ერთი წლის გადახდილი პროცენტის 10% ანგარიშზე ბრუნდება,“ - განაცხადა პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აკაკი სანიკიძემ.
2016 წლის ბოლოს ტერაბანკი იყო ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიების მხარდამჭერი, რომელშიც მონაწილეობა 16 განსხვავებული ინდუსტრიის დამწყებმა და წარმატებულმა მეწარმემ მიიღო. სტარტაპ მარკეტზე ტერაბანკმა მეწარმეებს განსაკუთრებული შეთავაზება გაუკეთა - უფასო მომხახურება ყველა სახის საბანკო ოპერაციასა და ბარათებზე 6 თვის განმავლობაში.
ტერაბანკმა საცალო ბაზარზე რამდენიმე უნიკალური პროდუქტი გამოიტანა, მათ შორის კლიენტების მოულოდნელობებისგან დასაცავად შეიქმნა Flex ანაბარი, ვადიანი ანაბრის სახეობა, რომელიც განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა. სხვა ვადიანი ანაბრებისგან განსხვავებით, თანხის ნაადრევად გამოყენების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მეანაბრეს ფაქტიური ვადის შესაბამისი ოდენობით ერიცხება.
2016 წელს კვლავ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტერაბანკის Travel ბარათი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის და მფლობელს საშუალებას აძლევს, გაანაღდოს თანხა უფასოდ საზღვარგარეთ ნებისმიერი ბანკომატიდან, ასევე განახორციელოს ონლაინ გადახდები და ანგარიშსწორება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
ტერაბანკი 2017 წელს აგრძელებს 2016 წელს ჩამოყალიბებული ბიზნესსტრატეგიაზე მუშაობას და გეგმავს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით მეტ აქტიურობას ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების თვალსაზრისით.
ფინანსური სახლის კომფორტი დისტანციური არხების მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება. ტერაბანკის მობაილბანკის აპლიკაცია საკუთარი ანგარიშების მართვას უკვე ამარტივებს. უახლოეს მომავალში კი ჩაეშვება ახალი ინტერნეტბანკი მოქნილი და ფუნქციური ინტერფეისით.
ვინაიდან E-commerce მიმართულება ძალიან ტრენდული გახდა თანამედროვე ბიზნესში, 2016 წელს ტერაბანკი ამ მიმართულებითაც გააქტიურდა და 2017 წელში სერვისის დახვეწას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მიმზიდველ პროდუქტად გადაქცევას გეგმავს.
პროდუქტების მრავალფეროვნებასთან ერთად ტერაბანკი მთელი საქართველოს მასშტაბით ფილიალების ქსელსაც გააფართოვებს. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით ტერაბანკის 23 ფილიალი და მოსახურების ობიექტები ფუნქციონირებს „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით და 2017 წელს ეს რიცხვი 27-მდე გაიზრდება.
კომენტარი