სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციისთვის აკრედიტაციის გაცემის დრო გადასწიეს

წინასწარ დაანონსებულ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების აკრედიტაციის ვადა 27 ოქტომბერს ამოიწურა. რამდენჯერმე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გამოაცხადა, რომ აკრედიტაციის გაცემა მოხდებოდა შაბათს, 15-დან 17 საათამდე, თუმცა, 15 საათზე ოფისში მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ აკრედიტაციის გაცემა არა 15 საათზე, როგორც ეს ადრე იყო გამოცხადებული, არამედ 17 საათზე დაიწყება. პრესსამდივნოს წარმომადგენლებს დროის გადაწევის მიზეზი არ განუმარტავთ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია მის ოფისში 1 ნოემბერს ტარდება. აკრედიტაციის მსურველთა გამოცხადება აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო, რათა პრესსამდივნოს მათი იდენტიფიკაცია მოეხდინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100