სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს - ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს - ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

"გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს" - ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.

ადგილობრივებმა ნანახის შესახებ პოლიციას აცნობეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100