სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: აუცილებელია მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ დაკისრებულ მოვალეობებს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სიზარმაცეს უფლება გძლიოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებს რჩევებს დაეკითხებით და მათ გარკვეულ ნაწილსაც გაითვალისწინებთ.

კურო: კარგი იქნება შვებულებაზე თუ იფიქრებთ, უკანასკნელი დროის მანძილზე ძალიან გადატვირთული ხართ, რაც მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. რამდენიმედღიანი დასვენება გესაჭიროებათ. აუცილებლად გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები და მათ წარმოებას დასვენებული გონებით შეუდექით.

ტყუპები: დღეს ნეგატიური განწყობა გაქვთ. შესაძლოა კონფლიქტი მოგივიდეთ ირგვლივ მყოფებთან, ამიტომ კარგი იქნება თუ მხოლოდ საქმეზე იქნებით ორიენტირებულნი და სხვებთან ურთიერთობაზე დროებით უარს იტყვით.

კირჩხიბი: სიჯიუტე დამღუპველია, სასურველია ეს მუდამ გახსოვდეთ, იცოდეთ, რომ ყველა თქვენ წინააღმდეგ არ არის განმსჭვალული, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.

ლომი: გაურკვეველ სიტუაციაში ხართ, არ ღირს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა. საკმარისი იქნება მიენდოთ საკუთარ შინაგან სამყაროს და დაუჯეროთ თქვენს თავს.

ქალწული: მიუხედავად იმისა, რომ ხასიათის შეცვლა გიჭირთ, მაინც შეძლებთ ახალი მანერების შეძენას. სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარი პოზიციების დაცვა და საკუთარი აზრის გავრცელებაც.

სასწორი: დღეს მიხვდებით, რომ თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა კოლეგებს აღიზიანებთ. არავითარ შემთხვევაში არ მიაქციოთ ყურადღება აღნიშნულ წვრილმანს. გააგრძელეთ საქმიანობა და გახსოვდეთ, რომ ეს ყოველივე თქვენს წარმატებას განაპირობებს.

მორიელი: კარგია საკუთარი პოზიციების დაცვა რომ შეგიძლიათ, ეს ნიჭი დღეს აუცილებლად გამოგადგებათ. ეცადეთ აღნიშნულ სიტუაციაში არ გადაამეტოთ და სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. მსგავს შემთხვევაში თქვენდამი ნეგატიურად გაიმსჭვალებიან.

მშვილდოსანი: ეცადეთ იყოთ მომთმენნი. დღეს ბევრი რამ განაპირობებს თქვენი ხასიათის ცვლილებას. არ ღირს უარი თქვათ გართობაზე სამსახურისა და ზედმეტი შრომის გამო. გახსოვდეთ, რომ მეგობრებზე უკეთესი თავის გამოსაჩენად შრომა ნამდვილად არ არის.

თხის რქა: რა თქმა უნდა ზედმეტად დაკავებული ბრძანდებით და ამის საფუძველზე მეგობრებისა და ახლობლების მივიწყება გიწევთ. თუმცა, თქვენი ახლობლები ვერ იგებენ მიზეზს და თქვენთან კონტაქტი სურთ. კარგი იქნება თუ თქვენს მეგობრებს მაინც გამოუყოფთ რამდენიმე საათს.

მერწყული: დღეს სიზარმაცე დაგძლევთ და ამის საფუძველზე მრავალი პრობლემა შეგექმნებათ. გაგიჭირდებათ ამ პრობლემების მარტივად გადალახვა, ამიტომ ეცადეთ მსგავს სიტუაციაში არ ჩააყენოთ საკუთარი თავი.

თევზები: მხიარული განწყობა საშუალებას მოგცემთ წამოიწყოთ ახალი ურთიერთობები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს შეძენილ ნაცნობებთან ხანგრძლივი მეგობრობა დაგაკავშირებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100