სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შაბათს მოიწერა, რომ ისევ ნაცემი იყო და პოლიციის გამოძახება სურდა... დილიდან ვტირით - იქნებ რაღაც შეგვეძლო" - რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველ ქალზე?

პო­ლო­ნეთ­ში მცხო­რე­ბი 28 წლის რო­ზე­ტა ყა­ლი­ჩა­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­უღ­ლემ ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყა­ლი­ჩა­ვა მე­უღ­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს მე­უღ­ლე გა­შო­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას 3 შვი­ლი დარ­ჩა. წა­ი­კი­თხეთ: "ობ­ლად დარ­ჩა სამი შვი­ლი... ქმა­რი სულ სცემ­და თურ­მე და გა­შო­რე­ბის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლევ­და" - პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ზუგ­დი­დე­ლი ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, ქმარ­მა მოკ­ლა მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია პა­ტა­რა­ია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყა­ლი­ჩა­ვამ შა­ბათს "სა­ფა­რის" თა­ნამ­შრო­მელს მის­წე­რა და უთხრა, რომ ქმარ­მა სცე­მა და პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა სურ­და. "დღეს სა­ფა­რი/Sapari დიდი უბე­დუ­რე­ბის დღე გაგ­ვი­თენ­და. პო­ლო­ნეთ­ში ქალი რომ მოკ­ლა ქმარ­მა, მაგ გო­გოს დახ­მა­რე­ბას ჩვენ ვცდი­ლობ­დით აქე­დან და ვერ და­ვეხ­მა­რეთ... ჩვენ თა­ნამ­შრო­მელ­თან Tamuna Lukava სთან გა­ვი­და ჯერ კონ­ტაქ­ტზე, რო­გორც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და თა­მუ­ნამ ას­წავ­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. შა­ბათს მის­წე­რა თა­მუ­ნას, რომ ისევ ნა­ცე­მი იყო და ამ­ჯე­რად პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა სურ­და, მაგ­რამ არ იცო­და, რო­გორ. ჩვენ მოვ­ძებ­ნეთ პო­ლო­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი გოგო, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია მის ნაც­ვლად, რა­ღაც მო­შო­რე­ბულ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და. პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცია მი­ვი­და და წა­ვი­და, თარ­ჯი­მა­ნი იპოვ­ნე და შე­ნით მო­დიო... მერე უკვე და­ვი­წყეთ სა­ელ­ჩო­ში რეკ­ვა და ჩვენ შსს-ში. სა­ელ­ჩო გა­მოდ­გა სრუ­ლი­ად უმაქ­ნი­სი და უუ­ნა­რო. აქა­ურ­მა შსს-მ პო­ლი­ცი­ის ატა­შე ჩარ­თო საქ­მე­ში და ახლა თა­ვი­დან მი­ვი­და იგი­ვე ეკი­პა­ჟი, მაგ­რამ გა­და­იყ­ვა­ნეს ეს გოგო, თარ­ჯი­მა­ნიც და­ახ­ვედ­რეს, მოკ­ლედ გა­ე­სა­უბრნენ და დავ­რწმუნ­დით, რომ მსხვერ­პლი ხარო. გა­მო­უშ­ვეს შინ, მერე ქმა­რიც გა­მოჩ­ნდა, და­ა­კა­ვეს ის კაცი. გაგ­ვი­ხარ­და ჩვენ, მაგ­რამ გა­მო­უშ­ვეს ის კაცი. და­ვი­წყეთ ისევ რეკ­ვე­ბი, რომ ქალი კვლავ საფრ­თხე­შია, ავაწ­რი­ა­ლეთ ისევ ყვე­ლა. ორ­შა­ბათს გვქონ­და ბო­ლოს კავ­ში­რი ამ გო­გოს­თან, ოთხშა­ბათს მო­უკ­ლავს ქმარს, ორი­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო... დი­ლი­დან ყვე­ლა ვტი­რით... იქ­ნებ რა­ღაც კიდე შეგ­ვეძ­ლო იმ შა­ბათ-კვი­რას, მაგ­რამ გვქონ­და პო­ლი­ცი­ის იმე­დი, ამა­ოდ... და­ვა­ყე­ნებთ პო­ლო­ნე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს სტრას­ბურ­გში, აქე­და­ნაც მო­ვა­ხერ­ხებთ მა­გას, მაგ­რამ იმ გო­გოს რა გა­ა­ცო­ცხლებს? არ შე­იძ­ლე­ბა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ასე და­უს­ჯე­ლად გა­მოშ­ვე­ბა და რის­კე­ბის არ­შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ ეს­მის ეს ვინ­მეს ან აქ, ან იქ? ვა­ი­მე, რა დღე გაგ­ვი­თენ­და...", - წერს ბაია პა­ტა­რა­ია. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­უღ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­დარს სამ­შობ­ლო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. „პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­წყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მოხ­დე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბა“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100