სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟერარ დეპარდიეს შვილიშვილი შეეძინა

62 წლის ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს შვილიშვილი, ბილი შეეძინა. ჯული დეპარდიემ ბავშვი პარიზის დასავლეთ ნაწილში მდებრე კლინიკაში გააჩინა.
ჟერარი ბაბუა უკვე მეორედ გახდა. მას ვაჟისგან, მსახიობ გიიომისგან, რომელიც 2008 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, გოგონა დარჩა.
38 წლის ჯულიმ თავის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე იმშობიარა. ჯული და მისი მეუღლე ფილიპ კატერინი მსახიობები არიან. შვილიშვილის დაბადების დროს ჟერარი გადასაღებ მოედანზე იყო. ამჟამად ის ასტერიქსისა და ობელიკსის თავგადასავლების მორიგ სერიაზე მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100