სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუკუზანში მამამ შვილი ნაჯახით აჩეხა

სისხლიანი ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში: 52 წლის თამაზ გიგუაშვილმა ვაჟიშვილს - ალექსანდრე გიგუაშვილს ნაჯახით რამდენიომე ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ალექსანდრე გიგუაშვილი სოფელში მშობლების სანახავად ჩავიდა.

მისი თქმით, მამა მოულოდნელად მიეპარა და ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა. ბრალდებას უარყოფს თამაზ გიგუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ნაჯახი მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენა და რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შვილი მას და მის მეუღლეს თავს დაესხა.

„როცა დამარტყა, ვუთხარი - რა იყო, შვილო, რას მირტყამ-მეთქი და ისევ დამარტყა, მერე „ტაპორი“ ავიღე და ჩავარტყი, მა მკლავდა და, რა უნდა მექნა?“, - კითხულობს თამაზ გიგუაშვილი.

ინციდენტის შედეგად ალექსანდრე გიგუაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. იგი ამ დრომდე გურჯაანის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100