სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დონალდ ტრამპი მერილ სტრიპზე ნაწყენია: "ის ზედმეტად შეფასებული მსახიობია"

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების ცერემონიალზე მერილ სტრიპმა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა პოლიტიკური კურსის გამო, ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ტრამპმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟურნალისტს დასცინა. მსახიობის გამოსვლას პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა: "მერილ სტრიპი არის ჰოლივუდის ზედმეტად შეფასებული მსახიობი, რომელიც არ მიცნობს და მაკრიტიკებს. ის დამარცხებული ჰილარის ლაქიაა. ასჯერ მაინც მითქვამს, რომ არ დამიცინია რეპორტიორისთვის, უბრალოდ გავაჯავრე მის მანერებს, რადგან 16 წლის წინ ამ ჟურნალისტმა გარკვეული მოვლენები დაამახინჯა და არასწორად გადმოსცა. ეს მდარე ხარისხის ჟურნალისტიკაა!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100