"ექიმების თქმით, დემეტრეს თვალი ამუშავდა"
გუშინდელი აქციის დროს დაშავებული მსახიობის დემეტრე ნაყოფიას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია - ამის შესახებ თავად მსახიობის მეგობრები დემეტრეს ფეისბუკ გვერდზე წერენ.
"ექიმების თქმით, დემეტრეს თვალი ამუშავდა. დაუბრუნდა რეაქცია, მხედველობის შესახებ სიტუაცია უცნობია, გთხოვთ, თავი შეიკავით დეზინფორმაციისგან. დემე შენთან ვართ" - წერს მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
კომენტარი