დონალდ დტამპი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იწყებს ბრძოლას, ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას მილიარდერი ხვალ 11 საათზე გეგმავს.
„ისევ აქციე ამერიკა დიდებულად“ - წერს 69 წლის მილიარდერი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, რომელიც ხმაურიან პრესკონფერენციას ხვალ, 16 ივნისს ნიუ-იორკში თავის კუთვნილ ცათამბრჯენში ტრამპ თაუერში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ჰილარი კლინტონიც.
კომენტარი