სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობი უილიამსმა თავისი ორი დღის ქალიშვილის ფოტო გაავრცელა

თავის ოფიციალურ საიტზე, ბედნიერმა მამამ, რობი უილიამსმა თავისი ორი დღის ქალიშვილის ფოტო ატვირთა. ფოტოზე რობის ქალიშვილი მკერდზე ყავს მიკრული, გოგონას სახელი თეოდორა როუზი, ან უბრალოდ თედი გახლავთ. სურათს კი შემდეგი მინაწერი ჰქონდა: „მამიკომ მეორეჯერ გამოუცვალა საფენი...თედის მეორე დღე დედამიწაზე“.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ვარსკვლავი პირველად გახდა მამა. გოგონა 18 სექტემბერს დაიბადა, იგი 3,24 კილოგრამს იწონიდა.

ამ დროისათვის უილიამსი თავის ოჯახთან ერთად ბევერლი-ჰილსზე, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. თუმცა, 38 წლის მამიკოს შვილის გაზრდა თავის სამშობლოში, ინგლისში სურს.

უილიამსი და 33 წლის აიდა, 2010 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100