სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურამ ნაცმოძრაობის 3 აქტივისტი დააკავა

პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" 3 აქტივისტი დააკავა. დაკავებული არიან ერედვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ჯანგირ მჭედლიშვილი, გოგიტა გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე.

გამოძიება მათ ედავება ადამიანის დევნას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ხულიგნობის ფაქტს. საქმე ეხება 2012 წლის 16 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტს, როდესაც, პროკურატურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სოფლის მკვიდრებს.

ინციდენტში მონაწილე ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი დაკავებული არ არის, მას პოლიცია ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარები დღეს პარლამენტის წევრებმა გააკეთეს. უმცირესობა ამბობს, რომ ამ ინციდენტის შედეგად დაზარალებული იყო ორივე მხარე, თუმცა დაკავებულები არიან მხოლოდ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა მხარე თანაბარია და თუ პროკურატურა დაადგენს “ქართული ოცნების” წევრების ბრალეულობას, მათი დაკავებაც მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100