სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტრო ისევ გაითიშა - მგზავრების თქმით, ადგილზე დამწვრის სუნი იგრძნობოდა

მეტრო ისევ გაითიშა - რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იგრძნობოდა დამწვრის სუნი და გამოცხადდა ევაკუაცია.

სატრანსპორტო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ტექნიკური შეფერხების გამო, ჯგუფი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, ხაზიდან მოიხსნა და დაემატა სარეზერვო შემადგენლობა. მათი თქმით, სწორედ ერთი შემადგენლობიდან, მეორეზე გადასვლას მოჰყვა მგზავრებისა და მოძრაობის შეფერხება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური შეფერხების გარეშე მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100