სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენი პოლიტიკა მაპატიეთ მაგრამ მაგრად "მკიდია" - ხატია სიჭინავა სალომე ზურაბიშვილს სახალხოდ იცავს

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აი, რას წერს:

ცალცალკე ვერ მოგწერთ ყველას, ამიტომ აქ დავწერ, ტეხავს ის, ადამიანს არ იცნობდე და საზოგადოებრივი აზრით მსჯელობდე მასზე!!! ტეხავს, პოლიტიკის გამო პირად შეურაწყოფაზე გადახვიდე !!! ტეხავს, ამ პატარა ქვეყანაში ყველა ნეგატივით იყოს გაჟღენთილი და ყველა წინადადებაში პოლიტიკა ეჩვენებოდეს!!! ტეხავს მეგობრები ერთმანეთს პარტიების გამო ლანძღავდნენ!!! ტეხავს იყო ბნელი და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი ტალახში ამოსვარო იმიტომ რომ შენთვის არის მიუღებელი, თუნდაც მისი პოლიტიკური მრწამსი!!! ტეხავს რომ ქართველები ერთმანეთს ვერ ვიტანთ !!! ტეხავს რომ ზღვარს გადავდივართ ბოროტებაში და მარტო იმას ფიქრობთ რამდენი სალანძღავი სიტყვა იცით !! ეს ადამიანი დიდი ხანია ჩემი სტუმარია და ქვემოთ ჩამოთვლილია მისი ადამიანური ღირებულებები !!! თქვენი პოლიტიკა მაპატიეთ მაგრამ მაგრად "მკიდია".
ყველაზე უბრალო, კულტურული, პოზიტიური, განათლებული, საყვარელი, სამართლიანი, თავმდაბალი, წარმატებული და შემდგარი ქალი, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და სასიამოვნო სტუმარი ქალბატონი სალომე.“- წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100