სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ–რესურსების გამოყენებაზე ტარიფები დაწესდება

4 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი ქართული ინტერნეტ პროვადერების (Caucasus Online, Silk Net და სხვა) და პორტალების (myvideo.ge, gol.ge, tvali.ge, avoe.ge და სხვა) ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრა შეეხება ინტერნეტში გამოყენებულ პროდუქციაზე საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფების დაწესებას და ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზაციას.

შეხვედრაზე იმსჯელებენ ქართულ ონლაინ სივრცეში არალეგალური პროდუქციის აღკვეთისა და ინტერნეტის ლეგალიზაციის გზებზე. შეხვედრაზე გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს ინტერნეტ პორტალებისათვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ტარიფების დაწესებას.

პროგრამის პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების და მსხვილი პორტალების ხელმძღვანელები. შეხვედრა გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ შენობაში - მისამართი: რუსთაველის გამზ. #30 (ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობა, შესასვლელი გამზირის მხრიდან).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100