აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა მედიის წარმომადგენელთათვის ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სემინარი გამართეს.
შეხვედრის ძირითადი თემა სააღსრულებო სისტემა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სააღსრულებო პროცედურები იყო.
ხუთი სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს (მათ შორის, ელექტრონული სერვისები); ასევე, ბიუროში უცხოელი კოლეგების დახმარებით და მათთან თანამშრომლობით გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
კომენტარი