სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული პარტია" კოალიციას "კონსერვატორებთან" ქმნის?

სულ ახლახანს დაფუძნებული "ქართული პარტიის" წევრები ცდილობენ აქტიურნი იყვნენ. პოლიტიკაში "ქართული პარტია" ახალი ბრენდია. თუ ახალი გაერთიანება სხვა პარტიებისა და პოლიტიკური დაჯგუფებების ბედს არ გაიზიარებს და დიდხანს იარსებებს, ალბათ ბევრი საინტერესო იდეებით მოამარაგებს ოპოზიციას.
ფგდფგდფლგდფ
თუმცა, ოპოზიცია ხომ თავად არის იდეების გენერატორი. თან ისეთი იდეების, რომლებიც თავშივე განწირულია ხოლმე. ახალბედა პარტიაში ოპოზიციის ისეთი "კორიფეები" არიან გაწევრიანებულნი, როგორიცაა, ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია თავისი უშრეტი ენერგია ტელევიზიას მოახმაროს, თუ ოპოზიციურ სპექტრს. გაერთიანებაში ასევე არის გაჩეჩილაძე, რომელსაც ქუჩურად "გრეჩიხას" უძახიან.
ფგდფგდფლგდფ
"ქართულ პარტიაში" ახალ სახეებს ვერ ნახავთ. პოლიტიკაში ზოგი ბიზნესიდან, ზოგიც კიდევ ქუჩიდან მოვიდა. მრავალი პარტიის გამოცვლის შემდეგ, იმედია, საბოლოო გაჩერება "ქართულ პარტიაში" ნახეს.
ფგდფგდფლგდფ
"ქართული პარტიის" წევრები და ლიდერები ასევე არიან სოზარ სუბარი, გაურკვეველი პოლიტიკური მიმართულების, გზააბნეული კოკა გუნცაძე და საფრანგეთში გამაგრებული ირაკლი ოქრუაშვილი.
ფგდფგდფლგდფ
ახლადშექმნილ პარტიაში შესანიშნავი ხუთეული ლიდერებიც თავად არიან და პარტიის წევრებიც.
ფგდფგდფლგდფ
დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობას არ გეგმავენ და მოვლენებს გარედან აკვირდებიან.
ფგდფგდფლგდფ
"პარიჟანკა" სალომე ზურაბიშვილი და ომახიანი, და თან "ფორუმელი" გუბაზ სანიკიძე ახლადშექმნილ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. Eერთ დროს ერთიანი ოპოზიცია ერთიანი აღარაა და თავიანთ კოლეგებს მიკროსკოპით გარედან დათვალიერებას უპირებენ.
ფგდფგდფლგდფ
"ქართული პარტია" გუშინ ჩამოყალიბდა. დღეს უკვე ახალბედა პარტიის ღვაწლმოსილი წევრები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის შექმნაზე ალაპარაკდნენ. სუბარმა ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან მართავენ მოლაპარაკებებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატორებთან" კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. სავარაუდოდ, "კონსერვატორები" იქნებიან "ქართულ პარტიასთან" კოალიციის შექმნის პიონერები.
ფგდფგდფლგდფ
ხუთი ლიდერისგან შექმნილი პოლიტიკური ძალა, აქტიურად შემოიჭრა პოლიტიკურ სივრცეში და ხელისუფლებას უკვე ბევრ რამეში აკრიტიკებს. ყოფილი სახალხო დამცველი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ალაპარაკდა და ამ თემაზე მომუშავე ოპოზიციონერ პარტიებს გონიერებისკენ მოუწოდა. რამდენად გაითვალისწინებენ კოლეგა ოპოზიციონერები სუბარის რჩევა-დარიგებას, მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100