პროსტიტუციის საქმესთან დაკავშირებით 5 ადამიანი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა პროსტიტუციის საქმესთან დაკავშირებით ამჯერად თბილისში 5 ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ფართებს გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქირავებდნენ.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის აღძრული. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ვინაობას არ ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.
კომენტარი